logo

რუსთავისა და მარნეულის ეპარქია

წმინდა წერილის თხრობა ბავშვებისათვის
(ვიდეო გაკვეთილები)

1. იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ აქცია;

2. იესო ქრისტეს საუბარი სამარიტელ ქალთან;

3. „კაცთა მებადურებად გაქცევთ თქვენ“;

4. ღვთის სიტყვა განხორციელდა;

5. გოგონას გაცოცხლება და სნეული დედაკაცის განკურნება;

6. განკურნება ბეთეზდის აუზთან;

 

ბიბლიური ენციკლოპედია ბავშვებისათვის
(ვიდეო გაკვეთილები)

1. სამყაროს შექმნა (I ნაწილი);

2. სამყაროს შექმნა (II ნაწილი);

3. სამყაროს შექმნა (III ნაწილი);

4. როგორ დაიწერა ბიბლია;

 

 

 

 

 

მხიარული ხელები
(ვიდეო გაკვეთილები)

1. ქაღალდის გველი;

2. მზე;

3. „მოცეკვავე თითები“;

 

 

 

 

 

 

 

ანგელოზის წირვა დგება ( ხალხური)

 

    mze

ანგელოზის წირვა დგება,
როცა დაჰკრავს ნინო ზარსა;
მცხეთის ქალაქს მირონი დუღს,
ყველგნივ გააქვს ნიავქარსა.
გარს გუმბათსა, სვეტს ეხვევა,
როგორც ნორჩი ვაზი სარსა,

იმის მადლი შეგეწიოთ,
რაც იქ წირვა-ლოცვა დგასა.

           

საახალწლო

 


- ახალი წლის საღამოა,

ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,

თოვლის საბანს რომ იხურავ,

ნაძვის ხეო, არა გცივა?

- არა მცივა, პატარებო,

მე ღიმილი თქვენი მათბობს

და გისურვებთ, რომ თქვენს გულშიც

არასდროს არ დაიზამთროს.

ზამთარია, მაგრამ გული

არ გითბებათ ყველას განა?

ხედავთ? თოვლის ბაბუამაც

საჩუქრები მოგიტანათ.

უღრან ტყიდან მოვიჩქარი,

ისე ძლიერ შემიყვარდით,

მე მოვედი, რომ ახალი

მოგილოცოთ წელიწადი.

 

ნოდარ დუმბაძე

 

 ალილო

 

ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო, ალილო.

ანგელოზები გალობენ:
„დიდება მაღალთა შინა“.

ეს რომ მწყემსებმა გაიგეს,
მივიდნენ და თაყვანი-სცეს მას, ალილო.

ჩიტი ღობეზე შემოჯდა,
იძახოდა ქრისტეს შობას, ალილო.

ალათასა, ბალათასა, ხელი ჩავკარ კალათასა,
შიგ რომ ვერა ვიპოვე რა,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა, ალილო.


არიელი, ბარიელი, ნუ გამიშვებ ცარიელი,
ერთი შაური მომეცი,
ღმერთი მოგცემს ბარაქასა.

ოცდახუთსა დეკემბერსა,
ქრისტე იშვა ბეთლემსაო.

 

 

 

 

თოვლის შვილიშვილი


გაუჭირდა თოვლის პაპას,

ხვნეშით დადის, წამლებს ყლაპავს.

დავბერდიო, - ასე ამბობს, -

მხნედ ვიყავი შარშან ამ დროს!

საჩუქრების დიდი გუდა

ძლივს ასწია, შველა უნდა.

შუბლზე ცვარი მოიწმინდა:
– თოვლის შვილიშვილი მინდა!

 

ვასილ გულეური

 

 

 

დილა მშვიდობისა
chiti

- ჩიტო, ჩიტო ნაცარა,
ვის უგალობ, ვისა?
- შენ გიგალობ, პატარავ,
დილა მშვიდობისა!
მზეო, მზეო, ცხრათვალა,
ვის უცინი, ვისა?
- გაიღვიძე პატარავ,
დილა მშვიდობისა!
- პაწაწინა ყვავილო,
რად გაშალე კვირტი?
- შენთვის მინდა პატარავ,
აბა, დამაკვირდი!
- მეც ახლავე ავდგები,
და დავიბან პირსა,
ყველას მივესალმები:
დილა მშვიდობისა!

(მაყვალა მრევლიშვილი)

 

 

დათუნია დრუნჩა


დათუნიას ერგო
ერთი ქილა ერბო.
მიდიოდა გზაზე,
ღიღინებდა ასე:

დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

უცებ შეხვდა ვირთხა -
არ უცდია დიდხანს,
თქვა: - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ერთი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

წინ დაუხვდა ზღარბი,
მშიერ და ხარბი,
თქვა: - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.

მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:
დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

გადმოუდგა მელია,
გაუწვდინა ყელია,
თქვა: - დაიდებ ცოდვასო,
თუ არ მაჭმევთ ცოტასო!
რას იზამდა დრუნჩა,
მისცა ორი მუჭა.


მერე ისევ გზაზე
ღიღინებდა ასე:

დათუნია დრუნჩასა
ერბო მერგო ქარვისა,
რა გინდ ბევრი მეხვეწოთ,
არ დაგითმობთ არვისა!

ბოლოს შეხვდა კოდალა,
დათვს კი არა ჰქონდა რა!

(გივი ჭიჭინაძე)