logo

რ უ ს თ ა ვ ი ს     ე პ ა რ ქ ი ა

საჯარო ლექცია რუსთავის თეატრში

18 მარტს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის თეატრში წაიკითხა საჯარო ლექცია. ლექციის ვიდეო–ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე, ლექციების ჩამონათვალში.
მეუფე იოანე კითხვა–პასუხის რეჟიმში ლექციებს კითხულობს ყოველ კვირას, დღის 3 საათზე სამღვდელმთავრო რეზიდენციაში.

 

 

 

ტაძრის საძირკვლის კურთხევა

18 მარტს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფრის ეზოში აკურთხა ტაძრის საძირკველი.

 

 

 

საჯარო ლექცია რუსთავის თეატრში

17 თებერვალს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის თეატრში წაიკითხა საჯარო ლექცია ოჯახის შესახებ. ლექციის ვიდეო–ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე, ლექციების ჩამონათვალში.

 

 

 

ხელდასხმა

31 იანვარს, წმინდა ალექსი შუშანიას ხსენების დღეს, რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა ალექსი შუშანიას სახ. სამლოცველოში სადღესასწაულო წირვა აღავლინა. მეუფე იოანეს თანამსახურებდა წმინდა ალექსი ბერის შთამომავალი, მღვდელი ალექსი შუშანია და ეპარქიის სხვა სამღვდელოება.



სადღესასწაულო წირვა წმინდა ალექსი შუშანიას სამლოცველო სახლში

1 თებერვალს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) რუსთავის წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახ. საკათედრო ტაძარში ხელი დაასხა:
მღვდლად _ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, ლილოს დასახლების წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის დიაკონ გიორგი ხონელიძეს (მღვდელი გიორგი იმავე ტაძარში იმსახურებს);
დიაკვნად _ თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს, წმინდა გიორგის სახელობის ნაქულბაქევის დედათა მონასტრის მედავითნე შიო ბაკურია.
დიაკონი შიო აეროპორტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში იმსახურებს.

რუსთავში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ჩამოაბრძანეს

 

17 და 18 იანვარს, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი მირონმდინარე ხატი "ყოველთა სიხარულთა სიხარული".
17 იანვარს რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ხატთან აღავლინა სავედრებელი პარაკლისი. მეუფე იოანემ მრევლს სცხო მირომგაზავებული ზეთი; მორწმუნეები მიემთხვივნენ შუა ტაძარში დაბრძანებულ სიწმინდეს.

 

 

 

წმიდა პატაპი ეგვიპტელის პარაკლისი რუსთავში

21 დეკემბერს, წმინდა პატაპი ეგვიპტელის ხსენების დღეს, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) წირვის შემდეგ აღავლინა წმიდა პატაპის სავედრებელი პარაკლისი. პარაკლისისთვის რუსთავის მორწმუნე ქალთა საზოგადოების წარმომადგენლებმა, ქალბატონ ზაირა ძირკველიშვილის ხელმძრვანელობით, ტაძარში მოაბრძანეს წმინდა პატაპის ხატი, მისი კამილავკა და ზეთი კანდელიდან, რომელიც ჩაუქრობლად ანთია მის უხრწნელ სხეულთან საბერძნეთში. მეუფე იოანემ მრევლს აცხო ეს წმინდა ზეთი; მორწმუნეები მიემთხვივნენ შუა ტაძარში დაბრძანებულ სიწმინდეებს.

ხელდასხმა

21 დეკემბერს, რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა:
ბერ–დიაკვნად – თბილისის სასულიერო აკადემიის I კურსის სტუდენტს, ბერ იოანეს (კობაიძე);
მღვდელ–მონაზვნად – სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის ბერ–დიაკონს იოანეს (ესებუა).
ორივე მღვდელმსახური სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.

რუსთავის საკათედრო ტაძრის დღესასწაული

13 დეკემბერს, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის და წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო წირვა აღავლინა.

 

 

ხელდასხმა

30 ნოემბერს რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა: მღვდლად _ თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის კურსდამთავრებულს, დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის ღვთისმსახურს, დიაკონ სოფრონ მეგრელიშვილს; დიაკვნად _ თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს, ანდრია ჩიქოვანს.
ორივე მღვდელმსახური დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის ტაძარში იმსახურებს.

 

 

გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი რუსთავში

 

23 ნოემბერს, რუსთავის კულტურის ცენტრში შედგა გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საგუნდო მუსიკის კონცერტი. კონცერტში მონაწილეობდნენ: ვაჟთა ვოკალური ანსამბლი `ფიროსმანი~ და რუსთავის კამერული გუნდი. პროგრამაში იყო ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები; შესრულდა კათოლიკოს-პატრიარქის საგალობელი `მოწყალებისა კარი განგვიღე~. კონცერტს ესწრებოდნენ: რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), კომპოზიტორები გ. მუნჯიშვილი, რ. ხორავა და სხვანი.

 

ჩოხოსნების მსვლელობა რუსთავში

9 ნოემბერს რუსთველი მიტროპოლიტი იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევითა და ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით რუსთავში მოეწყო საზეიმო მსვლელობა ქართული ეროვნული სამოსლით, დევიზით: `ჩოხა _ სახეა ერისა~. ღონისძიების მიზანი იყო ეროვნული სამოსის პროპაგანდა. მსვლელობაში მოწილეობა მიიღეს ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენლებმა თბილისიდან. მსვლელობა რუსთავის გმირთა მემორიალიდან დაიწყო. მსვლელობას წინ უძღოდა ოთხი მხედარი ჩოხოსანთა ბაირაღითა და ეროვნული დროშებით. მათ კვალში მიჰყვებოდა მოძღვარი კმევით, რომლის მას მოდიოდნენ ეროვნული ტანსაცმლით შემოსილი ბავშვები, ახალგაზრდები და უფროსი თაობის წარმომადგენლები. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო რუსთავის მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) და ეპარქიის სამღვდელოებამ. მსვლელობის მონაწილეებმა რუსთავის ახალი უბნიდან ძველი ქალაქი განვლეს და რუსთავის სახელმწიფო თეატრში შეიკრიბნენ, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე წაიკითხეს ლექსები, შესრულდა ხალხური სიმღერები და ცეკვები.